ონლაინში: 1209 მოთამაშე

საერთო დებულება


ყველა მოთამაშე ვალდებულია ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას გაეცნოს წესებს. კომპანია მომხმარებელს არ უწევს არანაირ იურიდიულ დახმარებას ან/და კონსულტაციას. გადაწყვეტილებას მომხმარებელი იღებს მხოლოდ მისი პირადი პასუხისმგებლობის საფუძველზე და თამაშში მონაწილეობა მხოლოდ მისი პირადი არჩევანია. რეგისტრაციის გავლით მომხმარებელი აღიარებს, რომ თამაშში მონაწილეობა არ არის მისთვის ზიანის მომტანი, არასასურველი ან უსამართლო.


რეგისტრაცია ნიშნავს დარეგისტრირებული მომხმარებლის თანხმობას ვებ-გვერდით სარგებლობაზე და გათამაშების წესებზე.


ზოგადი წესები


  • 1. გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც თავისი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ითვლება სრულწლოვნად და გააჩნია ამგვარი ქმედების განხორციელების უფლებამოსილება. ნარდის თამაშის უფლება აქვს 18 წლის და მეტი ასაკის მქონე პირს, სხვა თამაშების - 21 წლის და მეტის.
  • 2. რეგისტრაციისათვის მომხმარებელმა უნდა აირჩიოს უნიკალური სახელი და პაროლი, ასევე შეიყვანოს საჭირო მონაცემები სარეგისტრაციო გრაფებში. მომხმარებელი ვალდებულია მოგვაწოდოს რეალური, უტყუარი და სრული ინფორმაცია;
  • 3. გათამაშების მონაწილის მიზანია დაამარცხოს ოპონენტი ან ოპონენტები.
  • 4. რეგისტრაციის შედეგად მინიჭებული “პაროლი” არის საიდუმლო და იკრძალება, მისი გასხვისება ან მოთამაშის მიერ მისი გადაცემა მესამე პირისთვის. ამ შემთხვევაში მიყენებულ ზარალზე ადმინისტრაცია სრულად იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას;
  • 5. მომხმარებელს უნდა ჰქონდეს მხოლოდ ერთი ანგარიში. დარეგისტრირებულ მოთამაშეს არ შეუძლია რეგისტრაციის ახლიდან გავლა საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე. აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს დაბლოკოს ასეთი ანგარიში;
  • 6. მოთამაშე თამაშობს იმ წესების შესაბამისად, რომელიც განთავსებულია საიტზე შესაბამის სექციაში;
  • 7. მომხმარებელს ეკრძალება საიტზე მიზნობრიობის გარეშე თანხის ჩარიცხვა (ჩარიცხვა და შემდეგ პირდაპირ განაღდება). ამ შემთხვევაში საიტი უფლებას იტოვებს მომხმარებელს გაუყინოს ანგარიში, სანამ მომხმარებელი არ მოახდენს ჩარიცხული თანხის 90%-ის გადათამაშებას და შემდეგ ჩართოს განაღდების სერვისი;
  • 8. მოთამაშის მხრიდან თაღლითობის გამოვლენის შემთხვევაში, რომლის შედეგადაც კომპანიას მიადგება ფინანსური ან/და მორალური ზიანი, ის იტოვებს უფლებას:
    • - გააუქმოს ან/და დაბლოკოს მოთამაშე;
    • - აუკრძალოს ფსონის დადება ან/და გააუქმოს უკვე დადებული ფსონი;
    • - საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიმართოს შესაბამის ორგანოებს თაღლითობის ფაქტის შესასწავლად მასზე შემგომი რეაგირების მიზნით;
    • - სასამართლოს გზით მოსთხოვოს მოთამაშეს მიყენებული ზარალისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურება;
  • 9. რეგისტრაციის გავლით თქვენ თანხმობას აცხადებთ მოგვაწოდოთ ჩვენი სერვისით სარგებლობისათვის აუცილებელი და სავალდებულო პირადი ინფორმაცია. თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეინახება და დამუშავდება კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამიად;
  • 10. მომხმარებელი პასუხისმგებელია სატელეკომუნიკაციო და ინტერნეტ კავშირზე, რომელიც აუცილებელია ჩვენი სერვისით სარგებლობისათვის. კომპანია არანაირ ვალდებულებას არ იღებს ზემოთაღნიშნულ ტექნიკურ ხარვეზებზე.


დასკვნითი დებულება


1. წინამდებარე წესები ძალაშია მათი გამოქვეყნებისთანავე და ბათილად ითვლება ყველა მანამდე არსებული წესი;
2. კომპანია უფლებას იტოვებს წინამდებარე წესებში საჭიროების შემთხვევაში საკუთარი შეხედულებისამებრ შეიტანოს ცვლილება, რის შესახებაც მოთამაშე შეტყობინებას ელ.ფოსტის საშუალებით მიიღებს;
3. კომპანია უფლებას იტოვებს შეაჩეროს, შეცვალოს ან/და დაამატოს თამაში საკუთარი შეხედულებისამებრ ყოველგვარი შეტყობინების გარეშე.